"ზამთრის ცურვა" ყველაზე ცნობილი საახალწლო მოვლენაა ნიდერლანდებში. ამ ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს: 1960 წელს ერთ–ერთი სპორტული კლუბის მოცურავეებმა გადაწყვიტეს ახალი წელი წყალში აღენიშნათ. მას შემდეგ ამინდის მიუხედავად, ყოველი წლის პირველ იანვარს 25 ათასამდე ადამიანი ყვინათავს გაყინულ წყალში.
ახალი წლის ღამეს კი ჰოლანდიელები სიამოვნებით უშვებენ ცაში ფერად–ფერად ფეიერვერკებს. ოფიციალურად ფეიერვერკების გაშვება ახალი წელს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეიძლება, თუმცა, როგორც წესი ჰოლანდიელები ამას ახალი წლის მომდევნო რამოდენიმე დღესაც აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები