ხალიჩების ბაზრობა Carpet Oasis, რომელიც 27 დეკემბერს დუბაიში გაიხსნება, სავარაუდოდ ყველაზე მასშტაბური იქნება მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში. ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება 170 ათასი ხელთნაკეთი ხალიჩა ირანიდან, ავღანეთიდან, ინდოეთიდან, პაკისტანიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან და ჩინეთიდან.
ბაზრობა დუბაის მსოფლიო ცენტრში (Dubai World Trade Centre) 2013 წლის 14 იანვრამდე გაგრძელდება. ის ყოველწლიური სავაჭრო ფესტივალის ნაწილად იქცევა,რომელიც დუბაიში 2013 წლის 3 იანვრიდან 3 თებერვლამდე იმართება. წამყვანი მწარმოებელები 50 ქვეყნიდან, რომლბიც განსაკუთრებულად ძვირფას და იშვიათ ეგზემპლარებს წარმოადგენენ, 7 ათასი კვ მ სიდიდის ფართობზე განლაგდებიან.
Carpet Oasis თავის ისტორიას 1996 წლიდან ითვლის.
მასალის გამოყენების პირობები