საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ ისაუბრა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია:
„სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მხილებულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები. საზოგადოებისთვის ცნობილია რომ 2012 წლის 8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 11 ქალალქში ყრილობა გამართა.
ქალაქ ზუგდიდში ხალხის ჩასაყვანად პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა, შესაბამისი ხელშეკრულებებით დაიქირავა ე.წ ყვითელი მიკტოავტობუსების კომპანიები, რომლებსაც პარტიის ანგარიშიდან გადაერიცხათ მხოლოდ მძღოლების შრომის საფასური 39 900 ლარი.
რადგან მიკროავტობსებისთვის საჭირო იყო დიდი რაოდენობის საწვავი შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხი" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა. სქემაში ჩაება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გამოძიებით დადგენილია რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან, მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმჩეიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას.
ქობალიამ შსს - ითვის განკუთვნილი დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივად შენიღბვის მიზნით, გააყალბა ანგარიშების დოკუმენტები და მიუთითა თითქოსდა აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7 დან - 11 მდე თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიებისას გამოიკვეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტი.
გამოძიებით დადგენილია რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის აქციის ორაგნიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები 120 000 ლარი ფარულად საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც "მოქალაქეთა პოლიტიური გაერთიანებების" შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას.“–აღნიშნა პაიჭაძემ.
მასალის გამოყენების პირობები