შობა-ახალ წელს ყველა ქვეყანაში თავისებურად ხვდებიან. ჩეხეთის, გერმანიის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის ქუჩებში ამ პერიოდში საოცრად გემრიელი გლინტვეინით გიმასპინძლდებიან.
გლინტვეინი, შაქართან ერთად გაცხელებული და სპეციებით შემზადებული ღვინოა, რომელსაც უკვე დიდი ტრადიცია აქვს, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში.
სახელი გერმანულად «gluhunde Wein» - ”ალმოდებული ღვინოს” ნიშნავს.
ამჯერად საახალწლო გლიტვეინის დაგემოვნებას ზუგდიდში შეძლებთ. რადიო ათინათი უგემრიელესი ცხელი ღვინით გაგიმასპინძლდებათ და ახალ წელს მოგილოცავთ. 31 დეკემბერს, 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში გელოდებით ათინათის ოფისთან, რუსთაველის 94-ში.
მასალის გამოყენების პირობები