ცნობილი უკრაინელი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი კონსტანტინ მელაძე მართავდა მანქანას, რომელმაც ხუთშაბათს საღამოს კიევი–ობუხოვის ტრასაზე 30 წლის ქალი გაიტანა.
კიევის საოლქო მილიციის ცნობით, მძღოლი მანქანას ფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კიევის საოლქო პროკურატურაში „Интерфакс“ - ს განუცხადეს, რომ კიევის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი Lexus– ი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. პროკურატურაში მძღოლის ვინაობა არ სახელდება. 30 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მიმდინარეობს დაღუპულის ვინაობის დადგენა.
საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 286–ე მუხლით, რომელიც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
INTERFAX.RU
მასალის გამოყენების პირობები