მარტვილის გამგეობასთან "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქცია და გამგეობის პიკეტირება გრძელდება.
გამგეობის მუშაობის განახლება ვერც დღეს დილიდან გახდა შესაძლებელი.
აქციის მონაწილეები მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ გოროზიას და გამგებლის, მამუკა დანელიას გადადგომას ითხოვენ.
წუხელ საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებები შედგა, რის შედეგადაც დღეს დილიდან გამგეობას მუშაობა უნდა განეახლებინა, თუმცა აქციის მონაწილეებმა დღეს დილით გადაწყვეტილება შეცვალეს.
მარტვილში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქცია 22 დღეა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები