რუბრიკები
ზუგდიდში დევნილების აქციას მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა (ვიდეო)
ზუგდიდში,  დევნილთა სამმართველოსთან მიმდინარე აქციას,  რომელსაც დევნილები სოზარ სუბართან შეხვედრის მოთხოვნით მართავენ,  მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გამოეხმაურა.  მისივე  თქმით, დევნილების შიში ბინების უკანონოდ გადანაწილებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.  მინისტრის მოადგილე, საჭიროების შემთხვევაში,  დღის ბოლოს დევნილებთან შეხვედრას და მათთან საუბარს არ გამორიცხავს. დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები  შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ზუგდიდში იმყოფებიან.  ისინი  ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად , ბინების გადანაწილების საკითხზე შექმნილი კომისიის მუშაობის შედეგებს ეცნობიან. "ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით, გარიგებები და რაღაც ჩარევები გამორიცხულია.  დილის 10 საათიდან ვმუშაობთ და ამ დრომდე,  30 -მდე ოჯახი შევისწავლეთ და მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილება.  თითოეული ოჯახის  მდგომარეობის შესწავლა მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ხდება.  არავის ენდოთ, აქ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებას არავინ იღებს",  -  აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა. მინისტრის მოადგილემ  ასევე  აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოში მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა  და განაცხადა, რომ  საბოლოო  გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. "საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი და ეს არავის განსახილველი არ არის. თუმცა, რასაკვირველია, გათავლისწინებული იქნება პროფესიონალიზმი, გამოცდილება და სხვა", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. რაც შეეხება  ზუგდიდში მინისტრის ჩასვლას და დევნილებთან შეხვედრის მოთხოვნას,  მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ სოზარ სუბარი შესაძლოა ზუგდიდში  მართლაც  ჩამოვიდეს და  ბინების გადანაწილების საკითხზე  მომუშავე  კომისიის გადაწყვეტილებას ადგილზე გაეცნოს. სამოქალაქო მოძრაობის  " სამეგრელოს ხმა" წევრმა  თეონა ქარდავამ,  რომელიც დღეს დევნილების აქციას ხელმძღვანელობდა,  განაცხადა, რომ მათ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსად გოდერძი გუნიას დანიშვნა სურთ.  თუმცა,მისი ეს განცხადება იქვე მყოფმა დევნილებმა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ისინი  ამ პიროვნებას საერთოდ  არ იცნობენ. ზუგდიდში, გერმანიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 10 კორპუსის (320 ბინა) მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ობიექტზე, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, განცხადება (აპლიკაცია) 4190-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა მიეცათ დამატებითი დოკუმენტაცია წარედგინათ, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ ქულებზე. სამინისტროს თანამშრომლები ყველა დევნილი ოჯახის მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის 10 თებერვლამდე დასრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.