Facebook-მა, თავისი მობილური აპლიკაციის გამარტივებული ვერსია გამოუშვა და Facebook Lite დაარქვა. სიახლე განკუთვნილია იაფფასიანი ტელეფონებისთვის და ასევე Android-სმარტფონების ძველი ვერსიებისთვის.
Facebook Lite-ი, ტელეფონის მეხსიერებაში მხოლოდ 252 კილობაიტს იკავებს და ამასთან Facebook-ის თითქმის ყველა ძირითადი ფუნქციით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, აპლიკაციას შეუძლია იმუშაოს 2G-ქსელშიც კი და ასევე ძალიან დაბალი სიჩქარის ინტერნეტის პირობებში.
Facebook Lite-ში ასევე გათვალისწინებულიაpush-შეტყობინებები და კამერასთან ინტეგრაცია.
Facebook Lite-ი პირველ რიგში განკუთვნილია განვითარებადი ქვეყნებისთვის და ის უკვე გაშვებულია ნეპალში, ნიგერიაში, ბანგლადეშში, სამხრეთ აფრიკაში, სუდანში, შრი-ლანკაზე, ვიეტნამში და ზიმბაბვეში.
მასალის გამოყენების პირობები