ზუგდიდში საშობაო ალილო ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან დაიწყო და მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. საშობაო მსვლელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფინანსა. გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხებით ტკბილეულის და საშობაო საჩუქრების შესაძენას მოხმარდა.
ამ დღესთან დაკავშირებით სპეციალურ საჩუქრებს მიიღებენ ის პატიმრებიც, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #4 დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. ალილო ზუგდიდის ციხესთანაც გაიმართება.
"შობის დღესასწაულს ვულოცავ ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს. ღვთისმშობლის და მაცხოვრის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. დღეს გამგეობამ თავისი წვლილი ჩადო ამ საქველმოქმედო აქციაში და ამით ერთგვარად დახმარებას გავუწევთ იმ ადამიანებს, ვინც ამას საჭიროებს. ჩვენ მზად ვართ ყოველთვის გავუწოდოთ დახმარების ხელი სოციალურად დაუცველებს და მიზანია რათქმაუნდა ჩვენს შორის ნაკლებად იყვნენ ასეთი ადამიანები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას" - აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ.
მასალის გამოყენების პირობები