ასტრონომები ამტკიცებენ, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის ზომის 17 მილიარდი პლანეტა არსებობს. მეცნიერთა აზრით, ძალიან მაღალი ტემპერატურისა და უწყლობის გამო მათ უმეტესობაზე არ შეიძლება სიცოცხლე იყოს.
აღნიშნულ კვლევებს ასტრონომები ნასას კოსმოსური ტელესკოპით „კეპლერ“–ით აწარმოებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ მიერ შესწავლილი ყოველი მეექვსე ციური სხეულის ორბიტაზე, არსებობს დედამიწის ზომის პლანეტა.
ეს დასკვნები მეცნიერებმა მთელს გალაქტიკაზე განავრცეს, შესაბამისად გაჩნდა ვარაუდი, დედამიწის მსგავსი 17 მლიარდი პლანეტის არსებობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები