7 კაციანი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეიქმნა და მის პრეროგატივაში გამგებლის თანამდებობაზე შესაფერისი კანდიდატის შერჩევა შედის.
კომისიის მუშაობას და მის წევრებს უნდობლობას უცხადებენ „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ჯემალ შელიას განცხადებით კომისიის შემადგენლობა არასწორად არის დაკომპლექტებული.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია კი აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები არ არიან გარკვეულნი სიტუაციაში და არ იცან რა სახის კომისიაა შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები