რუბრიკები
ფონდი "იავნანა" ზუგდიდში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს სახლს შეუძენს
ფონდი "იავნანა" ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას და მისი 8 მცირეწლოვან  შვილს საცხოვრებელ სახლს შეუძენს.  ტასო აკობია შვილებთან ერთად ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი შენობის ერთ ოთახში, 8კვ.მ-ზე უკვე წლებია ცხოვრობს. ის შვილებს მარტო ზრდის.  მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. აკობიების ოჯახს "იავნანასთან" შუამდგომლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუწია. ფონდმა აკობიების ოჯახისთვის 12 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო. "გუშინ ძალიან სასიხარულო ამბავი გვაცნობეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "იავნანას",  მის ხელმძღვანელობას და ყველა იმ ადამიანს,  ვინც გულთან ახლოს მიიტანა ტასოს და მისი შვილების პრობლემა.  ქალაქის საკრებულო ჩართულია, რომ მოხდეს აკობიების ოჯახისთვის, აღნიშნული თანხის ფარგლებში,  საცხოვრებელი სახლის მოძიება. ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ ვიპოვით ისეთ სახლს, სადაც ტასო და მისი შვილები კარგ პირობებში იცხოვრებენ", - თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.