სამეგრელო ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს თენგიზ გუნავა პირადად წარუდგინა.
„მე მინდა ბატონ თენგიზს ვუსურვო ამ რთულ ვითარებაში წარმატება თავის საქმიანობაში. მიმაჩია, რომ ის არის საქართველოს პატრიოტი. ძალიან წესიერი და გამორჩეული მოქალაქე და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო, რომ ასევე დაგვეხმარონ, რომ მისი საქმიანობა ამ რეგიონში იყოს ძალიან მნიშვნელოვანი“- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
თენგიზ გუნავამ პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.“რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, მოგეხსენებათ თითოეულ აქ მყოფ ადამიანს ვიცნობ ძალიან კარგად. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ იმ საქმეს რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს“- განაცხადა თენგიზ გუნავამ.
მასალის გამოყენების პირობები