წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საატესტატო საკონკურსო ბიუროში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლების კანდიდატურის განხილვა იგეგმება. განხილვის მეორე ეტაპზე სულ 14 კანდიდატი იქნა შერჩეული. როგორც რადიო „ათინათისთვის“ გახდა ცნობილი, დღეს კომისია რამდენიმე კანდიდატს შეარჩევს, რომელიც შემდგომ საკრებულოს წარედგინება განსახილველად.
შეგახსენებთ რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა 2013 წლის 8 იანვარს გაიმართა. სხდომაზე კომისიაში რეგისტრირებული გამგებლობის 44 კანდიდატის განცხადება იქნა განხილული.
დოკუმენტების შეფასების, შერჩევისა და გასაუბრების ჩატარების წესის შესაბამისად განხორციელდა თითოეული კონკურსანტის დოკუმენტაციის განხილვა, რის შედეგადაც დარეგისტრირებული გამგებლობის 44 კანდიდატიდან კომისიის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეების მისაღებად 14 კანდიდატი იქნა დაშვებული.
მასალის გამოყენების პირობები