წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დარჩენილი 14 კანდიდატიდან გიორგი გულორდავა შეარჩია და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე საკრებულოს წარუდგინა. ახალი კანდიდატი პარტია „დემოკრატიული საქართველოდანაა“ და მისი გამგეობის წინაშე ოფიციალური წარდგენა მომავალ კვირას იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის პირველი სხდომა 2013 წლის 8 იანვარს გაიმართა. სხდომაზე კომისიაში რეგისტრირებული გამგებლობის 44 კანდიდატის განცხადება იქნა განხილული.
დოკუმენტების შეფასების, შერჩევისა და გასაუბრების ჩატარების წესის შესაბამისად განხორციელდა თითოეული კონკურსანტის დოკუმენტაციის განხილვა, რის შედეგადაც დარეგისტრირებული გამგებლობის 44 კანდიდატიდან კომისიის მიერ კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეების მისაღებად 14 კანდიდატი იქნა დაშვებული.
მასალის გამოყენების პირობები