აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან მოშიმშილეთა პროტესტი გრძელდება. ერთ–ერთი მოშიმშილე, დარეჯან ფირცხელავა ჯანმრთელობის გაუარესების გამო სტაციონარში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების ექიმის, ფატმან ჩხაიძის თქმით, ამ დროისთვის ფირცხელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის საავადმყოფოში მინიმუმ ხუთ დღიან მკურნალობის კურსს გაივლის.
„დარეჯან ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროსითვის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, გადასხმები კეთდება. მდგომარეობა დასტაბილურდა. უჩიოდა ქვედა კიდურის ტკივილს, ალბათ სისხლძარღვთა ანთებითი პროცესია. ცნობიერება კარგი არ ჰქონდა როცა გადმოვიყვანეთ, კონტაქტში ძნელად შემოდიოდა, ამჟამად ცნობიერება აღდგა და ავადმყოფი კონტაქტურია“-აღნიშნა ექიმმა.
მასალის გამოყენების პირობები