უკრაინელმა მსახიობმა და მომღერალმა, ანდრეი დანილკომ, (სცენიური ფსევდონიმი ვერკა სერდიუჩკა), ბირმინგემის აუქციონზე 1974 წლის გამოშვების Rolls-Royce იყიდა, რომელსაც მუსიკოსი ფრედი მერკური ატარებდა. „ დიახ, სიმართლეა, თუმცა არ მეგონა, რომ ეს ამბავი ხალხში ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა“, – განაცხადა მომღერალმა.
ანდრეი დანილკომ აღნიშნა, რომ Queen–ის სოლისტის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა აუქციონებში, თუმცამომღერალი არავისთან ამხელს, მერკურის კიდევ რა ნივთების მფლობელია.
ასევე უცნობია, თუ რამდენად იყიდა დანილკომ ავტომობილი.
ცობილია, რომ Rolls-Royce –ის სასტარტო ფასი აუქციონზე 60 ათასი ($96 ათასი) ფუნტი–სტერლინგი იყო.
დანილკომ აღნიშნა, რომ ნაყიდი ავტომობილით სიარულს არ აპირებს, რადგან ეს რარიტეტული ნივთია.
მასალის გამოყენების პირობები