საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სენაკის სამხედრო პოლიციის სამსახურიდან განთავისუფლებულმა 14-მა თანამშრომელმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში განცხადება გააკეთა.
ყოფილი თანამშრომლის ირაკლი კოდუას განცხადებით 40 თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლება 12 იანვარს მოხდა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა დღემდე მიმდინარეობს. მათივე განცხადებით ისინი წინა ხელისუფლების პირობებში სამმართველოში მაღალ თანამდებობეზე მყოფი პირების, მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას რეკომენდაციით მოხვდნენ სამხედრო პოლიციაში და სწორედ ამ ნიშნით მოხდა მათი დაკავებული თანამდებობებიდან განთავისუფლება.
განთავისუფლებულები აცხადებენ, რომ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სერგო ჩაჩიაბაის მათთვის არ განუმარტავს თუ რატომ ანთავისუფლებდა სამსახურიდან.
სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ბრიფინგის მსვლელობისას შენობაში დაიცავი საქართველოს წევრი კახა მიქაია რამდენიმე აქტივისტთან ერთად გამოცხადდა და ყოფილ თანამშრომლებს მეგის ქარდავასა და კოხტა კოდუას „ზონდერები“ უწოდა. მიქაიამ თავდაცვის სამინისტოს ყოფილი თანამშრომლები ხალხის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაში დაადანაშაულა.
მასალის გამოყენების პირობები