ექტრავაგნატულმა სკულპტორმა ხრისტო იავაშევმა (Сhristo Yavashev) , რომელმაც სახელი 1995 ბერლინის რაიხსტაგის ქსოვილში გახვევით გაითქვა, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გრანდიოზულ პროექტს განახორციელებს. აბუ–დაბი–დან 160 კილომეტრში, ომანის საზღვართან, წაკვეთილი პირამიდა “მასტაბა“ აიგება" (The Mastaba), რომელიც ემირატების სიმბოლოდ იქცევა. პირამიდა 150 მ სიმაღლის იქნება, უფრო მაღალი, ვიდრე გიზის დიდი პირამიდა. ნაგებობა ასევე აბუ–დაბის აყვავების საფუძველს, ნავთობის მრეწველობას მიეძღვენება. ის სხვადსხვა ფერის „მყარი ნავთობის“ პატარა აგურებისგან (საერთო მოცულობით 140 ბარელი) აიგება. „მასტაბა“, რომლის მშენებლობა 30 თვეს გაგრძელდება, ხრისტოს პირველი მუდმივი არტ–პროექტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები