დღეს, 17 იანვარს 13:00 საათზე ზუგდიდის ცენტრში, სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორც "დაიცავი საქართველოს” ლიდერმა კახა მიქაიამ მედიასთან საუბარში განაცხადა, აქციაზე ისინი თენგიზ გუნავას სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორად დანიშვნას გააპროტესტებენ.
რადიო „ათინათისთვის“ გახდა ცნობილი, რომ აქციას წალენჯიხიდანაც უერთდებიან.
„ქართული ოცნების ახალგაზრდული ჯგუფის ერეთ-ერთმა წევრმა ლადო ჩიქობავამ რადიო „ათინათს“ განუცხდა რომ 12:00 საათზე საზოგადოების გარკვეული ნაწილი წალენჯიხაში იკრიბება და შემდეგ ზუგდიდში დაგეგმილ აქციას შემოუერთდება.
მასალის გამოყენების პირობები