რუბრიკები
10 ფილმი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ანახოს მოზარდ შვილს
სიაში შეტანილია ის ფილმები, რომლებიც მშობელმა საკუთარ შვილს თინეიჯერობის პერიოდში უნდა აყურებინოს და მასთან ერთად თავადაც უყუროს. როგორც შვილები, ასევე მშობლები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან დასკვნებს გამოიტანენ. The lord of the rings (ბეჭდების მბრძანებელი) პიტერ ჯექსონის ეპიკური ტრილოგია აუცილებელია ყველა მოზარდს ჰქონდეს ნანახი. გარდა იმისა, რომ ფენტეზის ჟანრის ხარისხიანი სურათები ხელს უწყობს წარმოსახვის საზღვრების გაფართოებას და ავითარებს ფანტაზიას, "ბეჭდების მბრძანებელი" სავსეა ჰეროიკული პერსონაჟებით, რომელთაგან ბავშვები საუკეთესო თვისებებს ისწავლიან. Harry Potter (ჰარი პოტერის ფრენჩაიზი) ფილმი, რომელიც ერთდროულად გასწავლის სიმამაცეს, მეგობრებისთვის ბრძოლას, ყოველთვის სიკეთის მხარეს ყოფნას, სირთულეების დაძლევას და თავიდან ბოლომდე ახდენს მაყურებლის ტელეპორტაციას ჯადოსნურ სამყაროში. მაგიური შეგრძნებებისა და გამოცდილების მშვენიერი 8 სერიანი თავგადასავალი აუცილებელია საკუთარ შვილებთან ერთად ნახოთ და თან ნებისმიერ ასაკში. Mean girls (საძაგელი გოგონები) დრამის და კომედიის იდეალური ბალანსი. მთავარი დამსახურება, რაც ფილმს გააჩნია, არის ის, რომ მოზარდებს უჩვენებს, სკოლაში პოპულარობა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს და არავისზე მაღლა არ გაყენებს. მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაცია უმანკო გოგონადან ამპარტავან მჩაგვრელამდე ნაჩვენებია დელიკატურად და ყველა იმ მანკიერებას წარმოაჩენს, რაც საკუთარი პიროვნების სხვაზე მაღლა დაყენებას მოჰყვება. ამის გამო რეკომენდებულია ეს სურათი სასკოლო ასაკის ყველა ბავშვმა იხილოს. Fault in our stars (ბედის ვარსკვლავის ბრალია) The fault in our stars არის ახალი თაობის რომანტიკული ფილმის ეტალონი. ჭკვიანური, მხიარული, კარგი გაგებით სენტიმენტალური და სავსე რეალური ემოციებით. ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც სიყვარული ჩნდება. შეიძლება ის პატარა ინსტრუქციად მივიჩნიოთ, აი ისეთად, ფილმებში რომ შენობების კედლებზეა "გატეხეთ ხანძრის შემთხვევაში". ჯოშ ბუნის ფილმი ახალგაზრდა მაყურებელს ასწავლის, რომ სიყვარული ოდესღაც დასრულდება და რომ პატარა დროის მონაკვეთში დიდი ისტორიები უნდა შექმნა. და გაითვალისწინეთ: თუ ამ ფილმზე არ იტირეთ, სასწრაფოდ ნახეთ, გესინჯებათ თუ არა პულსი. Stand by me (დარჩი ჩემთან) ბავშვური უმანკოებისა და მისი დაკარგვის საუკეთესო ილუსტრაცია სტივენ კინგის ნოველიდან რობ რეინერის მშვენიერ ფილმში. ეს არის უდანაშაულო თავგადასავლების ძიებისა და ზრდასრულ ცხოვრებაში შებიჯების ისტორია. ფილმი გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოვუფრთხილდეთ ბავშვობას და შემდეგ მის მოგონებებს, რადგან ასეთი უდარდელი და ზღაპრული პერიოდი ცხოვრებაში, სამწუხაროდ, აღარ განმეორდება. Bonnie and clyde (ბონი და კლაიდი) არ არსებობს იდეალურად დაგეგმილი კრიმინალი. არ არსებობენ კრიმინალები, რომლებიც დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. ციხე, ან ნაადრევი სიკვდილი. მიუხედავად იმისა, რამდენად რომანტიკულად არ უნდა წარმოჩინდეს განგსტერული თემატიკა და რამდენად მიმზიდველად არ უნდა აღიქმებოდეს მათი ცხოვრება, რომელიც ფილმებშია აღწერილი, საბოლოოდ ის მაინც ერთ შედეგამდე მიდის - სიკვდილი, ან ციხე. ამის დეკლარირებას საუკეთესოდ ახდენს არტურ პენის ფილმი. აუცილებელია მოზარდმა ნახოს ეს ფილმი, რადგან წინასწარ გაიგოს, როგორ მთავრდება ყველა კრიმინალური ისტორია. e.t. (ი.თი. უცხოპლანეტელი) ჩვენთან და არა მხოლოდ ჩვენთან ხომ მიღებულია, რომ კონკრეტულ ასაკში მშობელმა ბავშვს ტომ სოიერი უნდა გადასცეს, ხოდა ანალოგიურად უნდა ხდებოდეს ი.თი.-ს მიწოდებაც. სტივენ სპილბერგის ფილმი საუკეთესო მეგობრობის ერთ-ერთ ნიმუშს აღწერს და ბავშვურ ჯადოსნურ სამყაროს აცოცხლებს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მეგობრობისთვის არ აქვს მნიშვნელობა არც ეთნიკურ, არც რელიგიურ, არც სექსუალურ კუთვნილებას. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი სპილბერგმა ფერიულ და სანახაობრივ ფორმაში შეფუთა, რომლის ხილვა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის ესთეტიკურ ტკბობას იწვევს. Ferris Buellers day off (ფერის ბიულერის დასვენების დღე) ჯონ ჰიუზის საკულტო ფილმი მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის წინაა გადაღებული, დღემდე რელევანტურია თანამედროვე თინეიჯერებთან. მანიფესტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დატკბე ცხოვრებით, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება და ეს ყველაფერი გაუზიარო მეგობრებს. დროთა განმავლობაში მთავარი პერსონაჟი პირდაპირ მაყურებელს მიმართავს და ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის მხოლოდ შენთვის საუბრობს და კონკრეტულად შენ გაძლევს რჩევა-დარიგებებს. Juno (ჯუნო) ჯეისონ რეიტმანის "ჯუნოში" დეტალურად ხდება თინეიჯერულ ასაკში არსებული პრობლემების წარმოჩენა. ელენ პეიჯი მთავარ როლში დელიკატურად აღწერს ამ ასაკისთვის დამახასიათებელ ოცნებებს, სურვილებსა და შიშებს. ფილმი ნაადრევ ასაკში ორსულობაზე და იმ სირთულეებზეა, რასაც ასეთ სიტუაციაში რეალურად ეჩეხებიან სკოლის მოსწავლეები. ამის გამო და რეალისტური სცენარის დამსახურებით "ჯუნო" კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელსაც საათნახევარში დიდი სიამოვნებით მიიღებთ. Good Will Hunting (ნიჭიერი უილ ჰანტინგი) ყველაფერი, რაც შეიძლება მშობელმა შვილს უსურვოს და როგორც შეიძლება დაარიგოს, ერთ ფილმშია თავმოყრილი. ურთიერთობებზე, ზოგადად ცხოვრებაზე, კარიერაზე და გარშემო არსებული სოციუმის საპირისპიროდ წასვლის რისკებზე "ნიჭიერი უილ ჰანტინგი" ყველაზე ნამდვილ და სუფთა ისტორიას ასახავს. "ვერასოდეს იპოვნი ისეთ გოგოს, რომელიც სრულყოფილი იქნება და ვერც შენ იქნები ოდესმე სრულყოფილი. მთავარი ისაა, რომ შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც თავს სრულყოფილად იგრძნობ", - ეუბნება რობინ უილიამსი მეთ დეიმონს და ამ და მრავალი სხვა ფუნდამენტურად საჭირო დარიგებით ქმნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს მოზარდებზე და ამ ასაკის სირთულეებზე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.