რუბრიკები
სოხუმი შიდა და საგარეო საფრთხეებზე
დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ შიდა და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში აფხაზური საზოგადოებრიობის ჩართვის აუცილებლობაზე ისაუბრა. ინტერნეტ გამოცემა Sputnik- თვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ‘’ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საშიშროებას საქართველოსთან დაურეგულირებელი ურთიერთობა წარმოადგენს, რისი შედეგიც შესაძლოა, საომარი მოქმედებების დაწყება ან ნებისმიერი სერიოზული პროვოკაცია გახდეს“.  კილბა თვლის, რომ რუსეთთან დადებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება, საგარეო საშიშროების ლიკვიდაციის ერთგვარი გარანტიაა. მან ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ ინტერსს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის მიმართ დასავლეთის ქვეყნები იჩენენ. მისი თქმით, შეშფოთებას ფართო საერთაშორისო აღიარებისა და მსოფლიო საზოგადოებრიობასთან მჭიდრო კავშირების არარსებობა იწვევს. შიდა ხასიათის საფრთხეებს შორის კილბამ ეკონომიკურ სფეროში არსებული პრობლემები გამოყო. დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს წარმომდაგენელი თვლის, რომ შიდა პრობლემებს ქრონიკული ხასიათი აქვთ და მათ აღმოფხვრას გრძელვადიანი გეგმა სჭირდება. „ სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება - ეს რთული, მრავალწახნაგოვანი პრობლემაა,“ თქვა კილბამ და დასძინა, რომ აღმშენებლობის პროცესში მოქალაქეებიის მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტრატეგიული პარტნიორების სერიოზული ეკონომიკური შემოსულობებიც ვერ გამოღებს შედეგს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.