საკრებულოს თავმჯდომარის დავით ბელქანიას განცხადებით შიდა შემოსავლების ბაზაზე შესაძლებელია ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდა. მისი თქმით ენგურჰესი არ იხდის ქონების საბალანსო ღირებულებას და ეს საკითხი გადახედვას საჭიროებს.
დავით ბექლანიას ინფორმაციით, საკრებულომ მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნული საკითხის გადახედვას და ენგურჰესიდან შემოსული ქონების გადასახადის საბალანსო კოეფიციენტით განსაზღვრას ითხოვს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 2013 წელს სამ მილიონ ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები