რუბრიკები
ბესიკ შეროზია- ნებისმიერ გუნდს უშეღავათო ბრძოლას გავუმართავთ
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე “ზუგდიდის” მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ და კლუბის დირექტორმა გელა ინალიშვილმა, ჟურნალისტებთან და კლუბის ფანკლუბის წევრებთან ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი შეაჯამეს. “ორჯერადი ვარჯიშების გარდა, ოთხი საკონტროლო მატჩი გავმართეთ, სადაც თითოეულ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით. შეკრების მთავარი მიზანიც ხომ ესაა. მთლიანობაში ჩვენი ფეხბურთელების მომზადებით კმაყოფილი ვარ და ასევე კმაყოფილი ვარ ოთხივე ტესტმატჩით, მიუხედავად იმისა ისინი რა შედეგით დასრულდა. კარგად მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის პროგრამა მაქსიმუმის შესახებ. მართალია, სატურნირო მდგომარეობა სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ ახალ სეზონს ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ. ცხრილის ქვედა საფეხურზე გუნდებს შორის ქულებში დიდი სხვაობა არაა და გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელების მოტივაციაც მალაპარაკებს, რომ ნებისმიერ გუნდს უშეღავათო ბრძოლას გავუმართავთ. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა საყრდენი ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძე, რომელიც საკვანძო ფეხბურთელია და მისი თამაში პირველ შეხვედრაში სათუოა. თუმცა, ტრავმა საბედნიეროდ მძიმე არ აღმოჩნდა და ის ჩვენს გუნდს აუცილებლად დაეხმარება. ამისთვის მედპერსონალი ყველა ღონეს ხმარობს და მათ დიდ მადლობას ვუხდი. დანარჩენი ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან და ოფიციალური მატჩებისთვის ვემზადებით”. - ამბობს “ზუგდიდის” მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია. "2016-2017 წლების სეზონს “ზუგდიდი” ახალ სტადიონზე დაიწყებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე წარადგინა ახალი სტადიონის პროექტი და ძალიან მალე, ამ ქალაქს მესამე კატეგორიის ევროპული დონის სტადიონი ექნება, რაც ნამდვილად სასიამოვნო ფაქტია. სტადიონი ენგურ ქაღალდ კომბინატის დასახლებაში შენდება და პარალელურად სავარჯიშო სტადიონის მშენებლობაც იგეგმება, რომელსაც ასევე ტრიბუნები ექნება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, პროექტში ჩადებულია რუხის ბაზის სრული რეაბილიტაცია და განახლება, სამედიცინო პუნქტითა და კვების ობიექტის ჩათვლით. ასევე, ზედაეწერის სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება. ყველაფერი, მთლიანობაში ჩვენი კლუბის სპორტკომპლექსი იქნება. შორეული პერსპექტივაა არაა და ნახავთ, რომ “ზუგდიდი” ძალიან მალე მაღალი მიზნებისთვის სერიოზულ განაცხადს გააკეთებს.  მეორე წრისთვის გუნდში ახალწვეულებიც გვყავს, მაგრამ მისასალმებელია, რომ ძირითადი შემადგენლობა აბსოლუტური უმრავლესობით მაინც ადგილობრივი პერსპექტიული ფეხბურთელებით დავაკომპლექტეთ”."-აცხადებს კლუბის დირექტორი  გელა ინალიშვილი. ახალწვეულებს კლუბი ოფიციალურად ახალი სეზონის დაწყებამდე წარადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.