რეცეპტის ინგრედიენტები:
3/4 ჭიქა რძე
2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი
1 ჭიქა ფქვილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი/გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი კარაქი, გამდნარი
ცხიმი შესაწვავად
მომზადების წესი:
1. ჩაასხით ძმარი რძეში და გააჩერეთ 5 წუთით.
2. ამასობაში დიდ თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, საცხობი ფხვნილი, სოდა და მარილი.
3. რძიან მასაში ჩატეხეთ კვერცხი, ჩაასხით გამდნარი კარაქი და გათქვიფეთ. მიღებული მასა გადაასხით ფქვილიან თასში და შეურიეთ, სანამ ხორკლები არ გაქრება.
4. დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე და მოაცხეთ ცხიმი. გადმოიტანეთ თხევადი ცომი პატარა ჩამჩით და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან, სანამ არ შეყავისფერდება. ჯამში 8 ცალი ბლინი უნდა გამოგივიდეთ.
მასალის გამოყენების პირობები