ირანელმა რეჟისორმა ჯაფარ პანაჰიმ, რომელმაც 2015 წლის 15 თებერვალს ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო ფილმისთვის „ტაქსი“, თავისი ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დაეშვათ ფილმი თავის სამშობლოში. დღეისათვის პანაჰის ფილმზე ირანში ცენზურაა დადებული.
ბერლინალეზე კომენტარის გაკეთების დროს, პანაჰიმ აღნიშნა, რომ ძალიან უხარია პრესტიჟული ევროპული ჯილდოს მიღება, მაგრამ, მას კიდევ უფრო გაახარებდა თანამემამულეთათვის ფილმის გაცნობა. „ხელისუფლება გვადანაშაულებს ფილმების სპეციალურად უცხოური ფესტივალებისათვის შექმნაში. ისინი პოლიტიკური კედლების მიღმა იმალებიან და არასოდეს აღიარებენ, რომ ფილმებს ცენზურა ადევთ,“ განაცხადა ირანელმა რეჟისორმა.
ფილმში „ტაქსი“ მთავარ როლს თავად პანაჰი ასრულებს. ის არის ჩვეულებრივი თეირანელი ტაქსისტი. სიუჟეტის მიხედვით, გმირის მანქანაში სხვადასხვაგვარი ადამიანები სხდებიან, რომლებიც მას თავიანთ ისტორიებს უყვებიან. მაგალითად, ადვოკატმა ქალმა მოუყვა მას ირანელი ქალების დევნის ამბავი იმის გამო, რომ ისინი ფრენბურთის მატჩს დაესწრნენ. ხოლო პატარა გოგონამ ცენზურაზე სკოლის კინოკონკურსში.
ეს ამ ირანელი რეჟისორის გადაღებული მე-3 ფილმია 2010 წლის შემდეგ. მანამდე ის 6 წლით იყო დასჯილი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის და აკრძალული ჰქონდა ფილმების გადაღება. მან ვერ შეძლო ბერლინალეს დაჯილდოვებაზე მისვლა, რადგან ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
ბერლინის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 15 თებერვლამდე გრძელდებოდა. მისი პროგრამა მოიცავდა ალეკსეი ჰერმან უმცროსის, ტერენს მალიკის, ვერნერ ჰერცოგის, პიტერ გრინუისა და სხვა ცნობილი რეჟისორების ახალ ფილმებს.
მასალის გამოყენების პირობები