Facebook-ის დირექტორმა პროდუქტების განვითარების მიმართულებით, კრის კოკსმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი, ვირტუალური რეალობის აპლიკაციებისთვის სპეციალური აპლიკაციების შექმნაზე მუშაობს. კოკსმა ეს განცხადება კალიფორნიაში ჩატარებულ კონფერენციაზე, Code Media-ზე გააკეთა.
Facebook-ის ტოპ-მენეჯერს არ დაუკონკრეტებია ზუსტად რაზე მუშაობენ, თუმცა თქვა, რომ მომავალში ამ აპლიკაციების მეშვეობით, ვირტუალური რეალობის შლემის ან სათვალის მფლობელი შეძლებს გარშემო მყოფებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიაროს.
მან განაცხადა, რომ ეს პროდუქტი არც ისე მალე იქნება, ვინაიდან ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები ჯერ სათანადოდ არ არის განვითარებული.
მასალის გამოყენების პირობები