ამ წუთებში ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციასთან რამდენიმე ასეული ადამიანი, სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის თენგიზ გუნავას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეებს სიტყვით „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა ზუგდიდში, კახა მიქაიამ მიმართა. მისი თქმით სააკაშვილს და გუნავას მეგრელი ხალხი აუცილებლდ გადააყენებს.
მომიტინგეები სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტებით თავიანთ პროტესტს გამოხატავენ. საპროტესტო აქციას აბაშიდან, ჩხოროწუდან და წალენჯიხიდან ჩამოსული ადმიანები შეუერთდნენ. მომიტინგეებს პოლიტპატიმარმ რეზო ბულიამ სიტყვით მიმართა და საქართველოში ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი სამარცხვინო პერიოდად მოიხსენია.
მასალის გამოყენების პირობები