რუბრიკები
საქართველოში ივან დორნი ჩამოდის
ცნობილი უკრაინელი მომღერალი ივან დორნი კლუბ ”ტრიუმფში” თავისი ახალი ალბომის პრეზენტაციას "Randorn” აწყობს. ცნობილი ტელეწამყვანი და დიჯეი ივან დორნი საქართველოს 13-კაციანი ბენდით ეწვევა.
ჯგუფ "Пара Нормальных" ყოფილმა წევრმა 2010 წლიდან სოლო კარიერა და საკუთარი სიმღერების გამოშვება დაიწყო, რომელთა შორისაა "Стыцамэн", "Бигуди", "Северное сияние", "Тем более". პირველი სადებიუტო ალბომი Co’N’Dorn დორნმა 2012 წლის მაისში გამოუშვა.
ივანმა მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრით მიიღო და მრავალი კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგორც „ფორტუნასთან“ საუბრისას კლუბ ”ტრიუმფის” ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, დორნი საქართველოს 13 მარტს ეწვევა, ბილეთების შეძენა მსურველებს Biletebi.ge შეეძლებათ.კონცერტი კლუბ ”ტრიუმფში” 14 მარტს, 21:00 საათზე გაიმართება. ბილეთების ფასი 75-80 ლარია.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები