საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.
სამინისტროში აცხადებენ,რომ სოფელ რიყის ცენტრთან მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაციის პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. ეს სამუშაო უკვე ჩატარებულია და თვის ბოლომდე გამოცხადდება ტენდერი, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.
სოფელ რიყის გზის რეაბილიტაცია სახელწმიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
მასალის გამოყენების პირობები