ზუგდიდელი ახალგაზრდები ქალაქის მერს შეხვდნენ (ვიდეო)
15:35 / 19.02.2015
მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრები პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მერსა და საკრებულოს თავჯდომარეს შეხვდნენ. სტუდენტებმა მათ ერთობლივად შემუშავებული ინიციატივა გააცნეს, როგორიც არის საინფორმაციო სტენდის შექმნა და ქალაქსა და სოფელს შორის ავტოტრანსპორტის პრობლემების მოგვარება.ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ ისინი შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ სტუდენტების ინიციატივას და სტენდის ნიმუშებს. მისი თქმით, შერჩეული ვარიანტი ქალაქის იერ-სახეს და ურბანულ განვითარებას უნდა შეესაბამებოდეს. ქალაქის მერია, ასევე ითანამშრომლებს ახალგაზრდებთან ყველა გამოვლენილი საჭიროების ერთობლივი კომუნიკაციის ფარგლებში მოსაგვარებლად.
რაც შეეხება ავტოტრანსპორტის პრობლემას, სტუდენდებმა ამ თემასთან დაკავშირებით 600-მდე ადამიანი გამოკითხეს, გამოკითხულთაგან- 209 ადამიანი ავტოტრანსპორტის მუშაობით უკმაყოფილოა და ისურვებდა,რომ ქალაქსა და სოფელს შორის ბოლო რეისი ღამის 21 საათზე შესრულდეს.
"რეალურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს,მუნიციპალური ტრანსპოტი არ ჰყავს, რაიონის გამგებელთან და სხვადასხვა საელჩოებთან ერთად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ახლო მომავლში ჩვენ აუცილებლად შევიძენთ სამარშრუტო ტრანსპორტს და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება .“- აცხადებს ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელ ია ანთაძის თქმით, ეს პროექტი მათთვის ამბიციური გამოწვევაა და თუკი ახალგაზრდული სათათბირო ორგანო შეიქმნება, ეს მერს და სტუდენტებს შორის სისტემურ თანამშრომლობას ნიშნავს.
„მერები არ გვიქმნიან ურთიერთობის პრობლემას. არა თუ არ გვიქმნიან, გვეხმარებიან ახალგაზრდების გააქტიურებაში. გაგებით ეკიდებიან იმ პრობლემებს, რაზეც სტუდენტები საუბრობენ“, - აღნიშნა ია ანთაძემ.
პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“, მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების სწავლების ცენტრი და პროექტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები