ავსტრალიელმა მოყვარულმა ოქროს მაძიებელმა ვიქტორიას შტატიდან 5,5 კგ ოქროს ზოდი აღმოაჩინა, რითაც ექპერტების გაოცება გამოიწვია. მამაკაცმა ოქროს ზოდი მიწაში 60 სმ–ის სიღრმეზე საკუთარი მატალოდეტექტორის საშუალებით ქალაქ ბალარატის მახლობლად იპოვა. ნადავლის საფასური სავარაუდოდ 300 ათასი ავსტრალიური დოლარია. (315 ათასი აშშ დოლარი).
ადგილობრივი ექპსერტები ამტკიცებენ, რომ იმ რაიონში ოქროს რამდენიმე ათეული წელია ეძებენ, თუმცა მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა.
"მე 20 წელია ოქროს ვეძებ და მისი გადაყიდვითა ვარ დაკავებული, მაგრამ არ მახსოვს, რომ ვინმე აქ 2,8 კგ–ზე მეტი წონის ოქრო აღმოეჩინოს, - ამბობს მაღაზია Ballarat Mining Exchange Gold Shop მფლობელი კორდელ კენტი – მონაპოვარს დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალოგიის თვალსაზრისით. ბალარატში ოქროს ციებ–ცხელება უკვე 162 წელია გრძელდება, თუმცა ოქროს ზოდები აქ ჯერ არავის უპოვია – ეს დაუჯერებელია".
მასალის გამოყენების პირობები