როგორც საინფორმაციო პორტალი THR იუწყება, კომპანია Paramount Pictures-მა საშა პენის მიერ დაწერილი ახალი ფილმის Bounty-ს სცენარი იყიდა. ამ პროექტში მთავარ როლს უილ სმიტი შეასრულებს.
ახალი ფილმის პროდიუსირებით დაკავდება ადამ კოლბრენერი და Overbrook Entertainment, რომელიც სმიტს ეკუთვნის.
თრილერი მოგვითხრობს კაცზე (სმიტი), რომელიც იმ მკვლელობისთვის გაასამართლეს, რომელიც მას არ ჩაუდენია. მთავარი გმირი ციხიდან გაქცევას მოაწყობს, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. თუმცა, ამოცანა არც ისე მარტივია – მსხვერპლის ცოლმა დამნაშავის შეპყრობისათვის ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა, თუნდაც მკვდარი იპოვონ იგი.
გარდა ამისა, ეკრანებზე მალე ახალი ფილმი გამოვა სმიტისა და მარგო რობის მონაწილეობით, სახელწოდებით „ფოკუსი“. მსახიობს სხვა გეგმებიც აქვს – სპორტული დრამის „შერყევისა“ და ბლოკბასტერ „თვითმკვლელთა რაზმის“ გადაღებები.
მასალის გამოყენების პირობები