რა შეფასებებს აკეთებს ხალხი ზუგდიდში გამართულ პრეზიდენტის და გუბერნატორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქცია-პერფომანსთან დაკავშირებით? მოქალაქეები აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებენ.
რადიო „ათინათი“ აღნიშნულ აქციასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ სხულუხიას და გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილეს გიორგი თოდუას დაუკავშირდა.
„იმას, რაც გუშინ გააკეთეს ნებისმიერი ქართველი უარყოფითად შეაფასებს“-აღნიშნა გრიგოლ სხულუხიამ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის მოადგილე გიორგი თოდუა მიიჩნევს, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი იმის მანიშნებელი იყო, რომ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება აქვს.
მასალის გამოყენების პირობები