სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი ამოქმედდება. თითოეულ სამსახურში დარგის 4-5 სპეციალისტი დასაქმდება, რაც ჯამში 250-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ზუგდიდში, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსის, ლერი დოჩიას თქმით მათ სამსახურს ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნია. თუმცა შესაძლოა რომ აღნიშნული ცენტრი ზუგდიდშიც ამოქმედდეს.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში შერჩევის პირველი ეტაპი გულისხმობს პროფესიულ ტესტირებას. შემდეგ ეტაპზე გადასული მონაწილეები გაივლიან გასაუბრებას სამინისტროს საკონკურსო კომისიაში. წარმატებული კანდიდატები დასაქმდებიან რეგიონალურ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
მასალის გამოყენების პირობები