ყოველ წელს, იანვარში ინდოეთის ერთ-ერთი შტატის რაჯახსტანის უდაბნოს ქალაქ ბიკანერში (უდაბნო ტარი), ფესტივალი იმართება. ათასობით სტუმარი აქ აქლემების სილამაზის კონკურსზე დასასწრებად ჩადის.
ფესტივალის მსვლელობისას აქლემებს დიდი ჯაფა ადგათ: რბოლებში მონაწილეობა, სტუმრების გასეირნებას და ბოლოს, სილამაზის კონკურსი.
აქლემების მორთვა-მოხატვისათვის ორგანიზატორები ფანტაზიას არ იშურებენ, თუმცა მნახველების ყველაზე დიდ ინტერესს აქლემების ვარცხნილობები იწვევენ.
მასალის გამოყენების პირობები