ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების პროცესი გადაიდო (ვიდეო)
18:20 / 23.02.2015
დღეს, 23 თებერვალს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულებს ბრალი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ედებათ. დაკავებულები ყველა წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ უკანონო ნივთები მათ პოლიციამ „ჩაუდო“.
ბრალდებულების ვინაობის გამოკითხვის შემდეგ მოსამართლე შოთა ბიჭიამ სხდომა ამავე დღეს ჩანიშნული სხვა პროცესის გამო გადადო.მხარეები სხდომის გადადებას არ შეეწინააღმდეგნენ.
სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე შოთა ბიჭიამ ორი მოქალაქე, სხდომის უნებართვოდ დატოვებისა და სასამართლო პროცესის მიმართ გამოთქმული რეპლიკის გამო, 500-500 ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილებებმა ბრალდებულების ოჯახის წევრებისა და ახლობლების უკმაყოფილება გამოიწვია.
"6 თვეა ასე გვიგდებენ, სრული განუკითხაობაა. ჯერ ერთი, რისთვის დაიჭირეს, რა აქვთ დამამტკიცებელი საბუთი ", - თქვა ერთ-ერთი დაკავებულის დედამ მანანა ჭურღულიამ.
მოსამართლე შოთა ბიჭიამ, მხარეებთან შეთანხმების შემდეგ, სასამართლო პროცესი 16, 17 , 18 და 19 მარტს ჩანიშნა.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას" , - ნათქვამია შშს - ს განცხადებაში.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით) .
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები