ზუგდიდში, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან გაშლილ კარავში აქციის მონაწილეები ამ დრომდე იმყოფებიან. წუხელ ათმა დევნილმა ღამე კარავში გაათია. დევნილებთან ერთად აქ გვიან ღამემდე “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დევნილმა ჩიქო შენგელიამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. დევნილები მადლობას უხდიან „დაიცავი საქართველოს“ წევრებს და ზუგდიდის საზოგადოების იმ ნაწილს რომელთაც მათ თანადგომა გამოუცხადეს.
მასალის გამოყენების პირობები