ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სახალხო დამცველმა, ომბუცმენის აპარატისა და იმერეთის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რეგიონული ოფისების საქმიანობის გაძლიერების გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება, მონიტორინგის საბჭოს შექმნის აუცილებლობა, დევნილთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ასევე განიხილეს რეგიონისათვის დამახასიათებელი სხვა პრობლემები. მედიასთან საუბარში ომბუცმენმა განაცხადა, რომ მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მისივე თქმით უნდა გაძლიერდეს რეგიონალური ბიუროები და განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონას უნდა მიექცეს. – „ჩვენთვის ცნობილია ის ინციდენტები, რომელსაც ადგილი აქვს წლების განმავლობაში კონფლიქტის ზონაში, ჩვენი მიზანია ოფისი მაქსიმალურად ჩაერთოს კონკრეტული ფაქტების შესწავლის და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების პროცესში .“ აცხადებს სასახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისათვის“ წარმომადგენელი, გურამ ჩიხლაძემ პრესასთან შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ომბუცმენის აპარატის სამოქალაქო სექტორთან და მედიასთან მჭიდრო ურთიერთობა. ასევე იქნება ყოვეთვიური ანგარიშების წარდგენა რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რაიონისთვის.
მასალის გამოყენების პირობები