სამედიცინო ცენტრებში მწვავე რესპირატორული დაავადებებით მომართვიანობა სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში საზოგადოებრივი ჯანდდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ აღნიშნა, რესპირატურულ დაავდებებს სეზონურობა ახასიათებს. ვირუსული დაავადებბეის პიკური მატება დეკემბრის ბოლოს და მარტის დასაწყისსი შეინიშნება.
ვირუსის გავრცელებაზე ზედამხედველობა საყრდენი ბაზებით ხორციელდება და პროცესში ზუგდდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოა ჩართული.
წელს ვირუსული დაავადებების მატება იანვრის თვის დასაწყისში დაფიქსირდა. მეორე ეტაპს კი მარტის თვის დასაწყიში ელოდებიან.
„მომართვიანობა ყოველთვის იწყება დეკემბრის დასაწყისში და გრძელდება პირველი 3 თვის განმავლობაში. ჩვენ ყოველწლიურად ვაკვირდებით რეგიონში როგორი გავრცელება აქვს ამ ვირუსს და ვადარებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელების მონაცემებს. იდენტურობა თვალნათლივ ჩანს.“-აღნიშნავს ნანა ოდიშარია.
ზუგდდის ბავშვთა პოლიკლინიკაში აცხადებენ რომ წელს რესპირატორული დააავდებებით მომართვიანობა არ გაზრდილა.
„ჯერ-ჯერობით მომართვიანობა რესპირატორულ დაავადებებთან დაკავშირებით არ გაზრდილა. როგორც ზამთარს სჩვევია ისეთი მდგომარეობაა. საგანგაშო სიტუაცია ჩვენთან არ არის“-აღნიშნა ბავშვთა პოლიკლინიკის პერეატრმა კეთევან შამუგიამ.
ვირუსული დაავადებების პრევენციისთვის მედიკოსები ჰიგიენური წესების დაცვას გვირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები