საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ენგურჰესის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. ის აფხაზურ მხარესთან გეგმავს მოლაპარაკებებს. წერს «Абхазский узел».
"ენგურჰესზე ხუთი აგრეგატია, ოთხი მათგანი მთლიანად რეკონსტრუირებული და აღდგენილია, მეხუთეზე ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მის გეგმებში ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ვარდნილჰესების აღდგენა შედის.
2008 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგომკომპანია "Интер РАО ЕЭС"–ს შორის ენგურჰესის ეფექტური ექსპლუატაციის საკითხებზე ურიერთგაგების მოემორანდუმი გაფორმდა. მაშინ ვარაუდობდნენ, რომ შესაბამისი შეთანხმება ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებაც შედგებოდა, თუმცა ეს პროექტი განუხორციელებელი დარჩა, აღნიშნავს აფხაზური ინტერნეტ-გამოცემა.
კახი კალაძე, 2012 წლის ოქტომბერში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ენერგეტიკის მინსტრობის კანიდიდატი იყო, ამბობდა, რომ მემორენდუმი „უნდა გადაიხედოს“.
თავად სადგური და ასევე ოთხი ვარდნილჰესი, გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განლაგებული, კაშხალი კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, – წერს «Абхазский узел» .
abhaz-uzel
მასალის გამოყენების პირობები