მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახნავი მიწების უფასოდ დამუშავება იგეგმება. ასევე სამინისტროს პროგრამის ფარგლებში გლეხებს, კუთვნილი საყანე მიწის ფართობების გათვალისწინებით აზოტი უსასყიდლოდ დაურიგდებათ. როგორც რადიო „ათინათთს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, გიორგი თოდუამ განუცხადა, ზუგდიდი იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მუნიციპალიტეტებში არსებული საყანე მიწების შესახებ ბაზა წარუდგინა. ასევე თოდუას თქმით საინფორმაციო ბაზის განახლება პარალელურად მიმდინარობს.
გიორგი თოდუა მოუწოდებს ქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც საყანე მიწის ნაკვეთები აქვთ სოფლებში, მიმართონ ტერიტორიული ორგანოს წარმოადგენელს და კუთვნილი საყანე მიწები დააფიქსირონ.
მასალის გამოყენების პირობები