გოგრას მოაცილეთ თავი, გამოწმინდეთ და შედგით ღუმელში 190 გრადუსზე 1 საათით.
1/2 ჭიქა კუსკუსს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 ს. კ შაქარი და თავზე დაახურეთ. რამდენიმე წუთში კუსკუსი გაიბერება და წყალს შეიშრობს. შემდეგ ჩანგლით აურიეთ და ჩავყარე 1/2 ჭიქა ქიშმიში, 1/2 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი, 4 ცალი დაჭრილი ხურმის ჩირი, თაფლი გემოვნებით.
გამოიღეთ გოგორის თავსახური, ამოაცალეთ რბილობი, დავჭერით და შევურიეთ კუსკუსს. ბოლოს მთელი ეს მასა გოგრაში ჩადეთ.
Foodography
მასალის გამოყენების პირობები