დღეს, 11 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის ყრილობა უნდა გამართულიყო,თუმცა,როგორც რადიო „ათინათს“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი რუხაძემ განუცხადა, პარტიაში საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდნენ და პარტიის ყრილობა გადაიდო.
„ არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა კანდიდატთან დაკავშირებით, ჩვენი აქტივისტები თბილისშიც იმყოფებოდნენ.რაც შეეეხება,დღევანდელ ყრილობას გადაიდო,“დაიბლოკა“,ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.სავარაუდო კანდიდატად სახელდებოდა გიორგი გვილავა,მაგრამ ეს კანდიდატურაც ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის დონეზეა.“-აცხადებს აბაშის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე.
მასალის გამოყენების პირობები