რუბრიკები
"ოცნებისა" და "ნაციონალების" მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან კონჯარია. დაშავებულები ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს. akciaa 1 ამის შემდეგ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა “თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცავები.დაზიანებები მიიღო “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა აქტივისტმა. დაპირისპირება მოგვიანებით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთანაც მოხდა, სადაც აქციის მონაწილეები ისევ დაბრუნდნენ.დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია და ორივე ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებენ. ინფორმაცია დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.