წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების ყრილობა იმართება, რომელიც ხმაურით მიმდინარეობს. პარტიის ორგანიზაციის სავარაუდო კანდიდატზე მხარდამჭერთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ მათთვის მიუღებელია კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ბერდია კალანდიას კანდიდატურა.
პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე იმყოფება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ნაჭყებია. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ხალხმა თავად უნდა აირჩიოს სასურველი კანდიდატი და პარტიული არჩევნები ღიად და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები