Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/SAM_1843.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი ლაშა გოგიამ დაიკავა (video)
ზუგდიდში გამართულ კონფერენციაზე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს რეგიონული ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელად ლაშა გოგია დასახელდა. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევას დარბაზში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. კონფერენციის ერთ-ერთმა წევრმა გონელ პაპავამ განაცხადა, რომ არჩეული კანდიდატი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ზუგდიდში არ იმყოფებოდა, ამიტომ შეუძლებელია ის ადგილობრივ პრობლემებს და საჭიროებებს კარგად იცნობდეს. მან ასევე აღნიშნა რომ კარგი იქნებოდა ამ პოზიციაზე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია არჩეულიყო. „თუ მაინცდამაინც ცენტრს ჰგონია, რომ ყველაფერი ასეთი ფორმით უნდა განხორციელდეს, ეს არ არის ობიექტური. ცენტრიდან დანახული ზუგდიდის რაიონის პრობლემები და მისი გადაჭრის შედეგები იგივე იქნება, რა შედეგსაც კაცი მიიღებს აივნიდან თოხნაში“ - აღნიშნა გონელ პაპავამ. არჩეულმა კანდიდატმა კონფერენციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მან ნაციონალური მოძრაობის რიგები 5 წლის უკან დატოვა და მას შემდეგ აღნიშნულ მოძრაობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამაც გააკეთა. მისი განცხადებით ის პარტიის წევრია და საქმეს თავმჯდომარესთან ერთად გააკეთებს. შეგახსენებთ, ლაშა გოგია 2006-2007 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. აღნიშნული თანამდებობა მან 2007 წელს დატოვა. „ქართული ოცნების“ ყრილობა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში ერთდროულად გაიმართა. ზუგდიდში გამართულ კონფერენციას 86 მოწვეული დელეგატიდან 72 ესწრებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.