უკვე მეცხრე დღეა ზუგდიდში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გაშლილ კარავში დევნილები ღამეს ათევენ. მათი ამჟამინდელი მოთხოვნა, თავიანთი საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა. დევნილებმა რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გია ბარამიასა და ზუგდიდის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის ლევან მიქავას გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, 21 იანვარს, მოძრაობა “ქალები მშვიდობისათვის„ ორგანიზებით პრეზიდენტის რეზიდენციის შენობასთან კარავი გაშალეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან რეზიდენციის სოციალურად დაუცველების და დევნილების მფლობელობაში გადაცემას ითხოვდნენ. „დაიცავი საქართველოს“ და მოძრაობა „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად კარავში ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში დროებით მცხოვრები დევნილები მოთავსდნენ.
მასალის გამოყენების პირობები