Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/news_5863.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ნელი ნავერიანი თენგიზ გუნავას და ზაზა გოროზიას სასამართლოში უჩივის
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ნელი ნავერიანს სამეგრელო- ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორისა და სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას წინააღმდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სარჩელი 2010 წლის 3 მაისს მეტიაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხება. ნელი ნავერიანის განცხადებით წინასაარჩევნო პერიოდში ჩატარებულ სპეცოპერაციას სწორედ გოროზია და გუნავა ხელმძღვანელობდნენ. „თავის დროზე ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღძრა. დაინტერესებული მხარე ვარ მე და ის უამრავი მოწმე, რომლებიც ამ სპეცოპერაციის, ზეწოლის და შანტაჟის მსხვერპლი იყვნენ. მე ყველა შემთხევვაში შემაქვს სარჩელი ამ კვირაში,“ - აღნიშნავს ნელი ნავერიანი რადიო „ათინათთან“ საუბარში. მისივე განცხადებით იგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან აპირებს შეხვედრას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  რადიო „ათინათი“ თენგიზ გუნავას დაუკავშირდა. შეგახსენებთ რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად  2010 წლის 3 მაისის საღამოს, მესტიაში ადგილობრივ არჩევნებამდე თითქმის 1 თვით ადრე, ადგილობრივი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, ზაზა გოროზია და ათეულობით შეიარაღებული პირი სამართალდამცავი ორგანოებიდან ჯიპებითა და პიკაპებით ღამის 3 საათზე ავიდნენ მესტიაში და ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. მათ ოპოზიციის რამდენიმე წარმოამადგენელი მიიყვანეს გამგეობაში, სადაც ზეწოლის გზით აიძულეს ხელი მოეწერათ განცხადებისთვის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.