დღეს, 31 იანვარს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება ზუგდიდში 28011 აბონენტს შეუწყდა.
რადიო „ათინათი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ეკა ურიდიას დაუკავშირდა. მისი განცხადებით ენერგოკომპანიის ტექნიკური სამსახურის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოირთო ქვესადგური „ჯვარი 1“.
„ელექტრო ენერგიის მიწოდება გარდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისა და ქალაქის ცენტრისა სულ 28 011 აბონენტს შეეზღუდება",–აღნიშნა ურიდიამ.
მისივე განმარტებით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.
მასალის გამოყენების პირობები